ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურასთან მიმდინარე აქციას სინდისის პატიმების მშობლები შეუერთდნენ.
გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა “ტვ პირველის” პირდაპირი ეთერით გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მიმართა და პატიმარი ქალის გათავისუფლება სთხოვა.
“არ მეგონა თუ თქვენ რამეს გთხოვდით, მაგრამ გთხოვთ, როგორც კცმა და ადამიანმა, ნუ დაელოდებით ზემოდან მითითებას და გამოუშვით ევა შაშიაშვილი – განაცხადა ეკა წერეთელმა.
დღეს პრიორიტეტული ქალბატონი ევას მდგომარეობაა. მე აქ როგორც პოლიტპატიმრის დედა ისე არ ვარ, აქ ვარ როგორც ექიმი. 30 დეკემბერს მისი შშმ შვილი ტოვებს სტაციონარს და ვინ უნდა დახვდეს გარეთ თუ არა მისი დედა. მე მინდა მივმართო პირდაპირ გენერალურ პროკურორს, ჩაიდინეთ ეს ადამიანობა, შეუცვალეთ მას პატიმრობა გირაოთი, იმიტომ, რომ ეს ახალი წელია და დედა უნდა დახვდეს მის შვილს, როდესაც შეზღუდული აქვს შესაძლებლობები. ამას თხოვნა არც უნდა, გააკეთეთ ეს როგორც კაცმა და ადამიანმა. არ მეგონა თუ თქვენ რამეს გთხოვდით, მაგრამ მე ამას ვაკეთებ სხვის გამო და თქვენც შეძელით – ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანისთვის გააკეთეთ სიკეთე. ნუ დაელოდებით მითითებებს ზემოდან. ეს პატარა რაღაც მაინც ჩაიდინეთ ამ საახალწლოდ” – ამბობს გიროგი ჩიკვაიძის დედა.
მყისიერი რეაგირების მოთხოვნით, აქციაზე მყოფი ქალი პოლიტიკოსები კვლავ მოითხოვენ გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილეებთან შეხვედრას, ამიტომ 18:00 საათამდე ქალი პოლიტიკოსები და ევა შაშიაშვილის მხარდამჭერები პროკურატურის შენობაში რჩებიან.


















