ნუ ჩაყვებით “საფლავში” შეშინებულ კაცს! – ხოშტარია

ნუ ჩაყვებით “საფლავში” შეშინებულ კაცს!” – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

“სცადეს სუსის აგენტურა და პროვოკაციები – არ ავყევით, ვამხილეთ. სცადეს სპეცრაზმის ცირკი – ვერ დაგვშალეს, მიიღეს უფრო მწვავე პროტესტი. სცადეს დაჭერები – ვერ შეგვაშინეს, თავად ბიძინას წამოსცდა თავგანწირვაო. სცადეს რკინის ღობეები – მაინც შევძვერით პარლამენტში, დაიცინენ.

ეხლა ცდილობენ ტიტუშკებს და გვასაღებენ სამოქალაქო დაპირისპირებად – მუშტზე მიიღეს ჰიმნი, ცხადია, პროტესტი არ დაიშალა, თავად წაბრძანდნენ. ეს ყველაფერი ხელისუფლების და არა პროტესტის დასასრულით გვირგვინდება, ყველგან და ყოველთვის. ნუ ჩაყვებით “საფლავში” შეშინებულ კაცს!” – განაცხდა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე მეწარმე სუბიექტი ამხილა
შემდეგი სტატიათალაკვაძე ჟურნალისტებს: “ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ უბრალოდ რა”