“ნუ ბლატაობ”!…”თითი ჩაწიე”- დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა არასამთავრობო სექტორის ნაწილმა დატოვა.

დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციის, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელის, ედუარდ მარიკაშვილის, გამოსვლას მოჰყვა.

“თქვენ ახლა ყველანი ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები, გივი, ალუდა თუ რაც ამ კანონპროექტს ჰქვია”,- თქვა მარიკაშვილმა​.

ავტორიტარიზმის ხსენების გამო, “ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა მარიკაშვილს უთხრა: “ნუ ბლატაობ”, რის შემდეგაც, მარიკაშვილს სიტყვის დასრულების უფლება არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი განიხილება. საკანონმდებლო ინიციატივა “ოცნების” დეპუტატებს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლაა, წარმოუდგენელია
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებას გვარამია პასუხობს