ნოვრუზ ბაირამი ახლოვდება-ეთნიკურად აზერბაიჯანელები კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავენ და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, 21 მარტს ერთი ღამით, კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ.

განცხადება მათ მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეიტანეს და მას ხელს 10-მდე ორგანიზაცია აწერს.

როგორც საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ამბობენ, დღესასწაულზე ძირითადი რიტუალები ძირითადად ღამის საათებში ტარდება, შესაბამისად მათთვის აუცილებელია გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნას.

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, რომელმაც დღესასწაულებზე კომენდანტის საათის მოხსნის პრეცედენტი უკვე შექმნა.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური – დანიელსონთან შეხვედრისას ჩემი პოზიცია იყო, რომ დაპირისპირების განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია რურუასა და მელიას გათავისუფლება
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება​