ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს,- ამის შესახებ მათ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

“გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეული იყო ბალეტის დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მივიჩნევთ, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება მანამ, სანამ ის ოფიციალურად იქნება წარდგენილი, დასის წევრების უკიდურესი უპატივცემულობაა. ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ კონტრაქტის მიმდინარეობა, სანამ არ იქნება გარკვეული ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოქვეყნების ყველა გარემოება.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში, ნინო ანანიაშვილისა და თეატრის ხელმძღვანელის, ვლადიმირ კახმანის შეხვედრის შემდეგ”. – წერია მათ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ევროკავშირის ქვეყნებს მიმართავს
შემდეგი სტატიაპოლიციამ იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო