ნოვოსიბირსკის ოლქში გათბობის ქსელში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მინიმუმ 124 საცხოვრებელი კორპუსი და ათი სოციალური დაწესებულება სითბოს და ცხელი წყლის გარეშე დარჩა,- წერს გამოცემა Siberian Express.
თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე ქუჩა მთლიანად დაიტბორა წყლით.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ავარიის გამო 20-ზე მეტმა სკოლამ შეწყვიტა გაკვეთილები ან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
ნოვოსიბირსკის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე საავადმყოფომ შეაჩერა გეგმიური ჰოსპიტალიზაცია და პაციენტებისთვის დაგეგმილი ქირურგიული მოვლის უზრუნველყოფა.
ქალაქის კიროვსკის რაიონში ტრამვაის მუშაობა შეჩერებულია.
11 იანვარს ნოვოსიბირსკში ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა.