ღამით ნოვოროსიისკზე (კრასნოდარის მხარე) საზღვაო დრონებით იერიშები განხორციელდა. ქალაქის მერმა ანდრეი კრავჩენკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ რუსი სამხედროები უპილოტო კატერების თავდასხმას იგერიებენ.
გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები, დარჩეთ უსაფრთხო ადგილებში, ნუ იქნებით ზღვასთან ახლოს,- დასძინა მან.
ქალაქში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში დაახლოებით 02:40 საათზე გამოცხადდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ინტერნეტში ხმამაღალი აფეთქებების შესახებ წერენ, რომლებმაც ფანჯრები და კედლები შეაზანზარა. ტელეგრამ არხები კი ქალაქთან არსებულ მთებში ხანძრის შესახებ იტყობინებინებიან.