“ნოვიჩოკისგან” გარდაცვლილის შვილმა პუტინს წერილი მისწერა

ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბრიტანელმა ევან ჰოუპმა მისწერა, რომლის დედაც გასულ წელს “ნოვიჩოკის” მოწამვლით გარდაიცვალა.
“ძვირფასო ბატონო პუტინ, უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედაჩემი დონი სოლსბერიში “ნოვიჩოკით” მოკლეს. მე, ისევე, როგორც მთელი ჩვენი ოჯახი, ამ წუთამდე განვიცდით ამ ტკივილს. ბრიტანეთის პოლიცია თვლის, რომ მის სიკვდილზე პასუხისმგებელი მინიმუმ ორი რუსია, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ თქვენი სახელმწიფო იცავს. გთხოვთ, როგორც ადამიანი: ნება დართეთ ჩვენს ოფიცრებს ისინი დაკითხონ დედაჩემის მკვლელობის გამო. ეს ის მცირედია, რომელსაც ის იმსახურებს” – წერია წერილში.

როგორც რუსეთის დიპლომატიური მისია იტყობინება, 20 წლის ბრიტანელს გაუგზავნეს მოხსენების ასლი – “სოლსბერი: უპასუხო შეკითხვები”. გარდა ამისა, დონის შვილი საელჩოში რუსეთის ელჩთან მოიწვიეს – რუსული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირისა და შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიაHuawei-მ აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა