Novavax-ის ვაქცინა, სავარაუდოდ, ასი პროცენტით იცავს კორონავირუსისგან

ამერიკული კონცერნი Novavax-ი რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის გამოცდის ეტაპზე იყო, იანვარში გავრცელდა. მან გამოცდის მეორე და მესამე ეტაპები წარმატებით გაიარა და სავარაუდოდ, სექტემბერში აშშ-სა და ევროპის წამლების სააგენტოების ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს გააკეთებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Novavaxის ვაქცინას NVX-CoV2373 ახასიათებს მცირეოდენი ტკივილი ნანემსარზე, თავის და კუნთების მსუბუქი ტკივილი – “დოიჩე ველე” წერს.
იმ პრეპარატებისგან განსხვავებით, რომელიც ახლა ბაზარზეა, Novavaxის ვაქცინა სხვა მეთოდებით არის დამზადებული. ვაქცინის დამზადების პრინციპი დიდი ხანია ცნობილია, იგივე პრინციპით არის შემუშავებული ბ ჰეპატიტის წინააღმდეგ პრეპარატი.

როგორც ფარმაკომპანია ირწმუნება, Novavaxის ვაქცინა კომბინირებულია და მიმართულია როგორც კორონავირუსის, ასევე სეზონური გრიპის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი მიიღო