დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ საქმიანობას წყვეტს.
რედაქციის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელი რეპრესიები, ჟურნალისტების დევნა, ფინანსური მხარდაჭერისა და ოფისის დაკარგვა გახდა.
გამოცემის განცხადებით, რუსეთში ადამიანის უფლებები, ცენზურის აკრძალვის კონსტიტუციური გარანტია, დამოუკიდებელი სასამართლო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები განადგურებულია, ხოლო განსხვავებული აზრი სახელმწიფო ღალატად არის გამოცხადებული.
რედაქციამ აღნიშნა, რომ 30-წლიანი საქმიანობის შემდეგ სერვერებს თიშავს და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მათ უსმენდა.
















