GFK-ს კვლევის მონაცემების მხიედვით, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული და დღეს გაიხსნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი, როგორც ეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განაცხადა.
„ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კი ნოტარიუსთან დალუქული და“რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა და 25,4 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემები, ნოტარიუს ნინო ხოფერიასთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად გაიხსნა.