ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“დღეს, “რუსთავი 2″-ის ეთერში ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განცხადების ავტორების საყურადღებოდ კანონს განმარტავს, რომ განცხადებაში საუბარი იყო თითქოს-და არაკანონიერად დამოწმებულ სანოტარო აქტზე (მინდობილობაზე). კერძოდ, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა/რწმუნებულება ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც ერთი (ან რამდენიმე) პირის მიერ ცალმხრივად ხდება ნების გამოვლენა ნოტარიუსის წინაშე. ამგვარად, ნების გამოვლენით კონკრეტულ პირს გადაეცემა გარკვეული უფლებამოსილებები. მინდობილი პირის ინფორმირება არ წარმოადგენს ნოტარიუსის კომპეტენციას და მით უფრო, ასეთი სახის ვალდებულებას კანონი არ იცნობს. ამიტომაც, მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისას, სავალდებულო არ არის სანოტარო დოკუმენტში მინდობილი/რწმუნებული პირის ხელმოწერის ასახვა და არც მინდობილი პირის ნების გარკვევა”, – ნათქვამია ნოტარიუსთა პალატის განცხადებაში.

შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მას ამ თემაზე იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაჩიძე: ვერ წარმომიდგენია, როგორ ასახლებენ პრეზიდენტს
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრი: ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე საჯარო რეესტრში განცხადება არ შესულა