ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იზრდება

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე იზრდება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და კენჭისყრის შედეგად 84 ხმით, ერთხმად მიიღეს „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. საკითხი განსახილველად იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

„კანონის მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია თუმცა, იქვე გათვალისწინებულია 5 წლით ამ ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა. იმისთვის, რომ აღნიშნული ვადა გაგრძელდეს, საჭიროა .იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება. ამ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებამ პრაქტიკაში რიგი პრობლემები წარმოშვა, ვინაიდან არ არის დადგენილი ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რამაც გამოიწვია სასამართლო დავები. ვფიქრობთ რომ 70 წელი იყოს დაზუსტებული ასაკობრივი ზღვარი, რაც სამომავლოდ დაგვაზღვევს პრაქტიკაში მსგავსი პრობლემებისგან და მეორე მხრივ, თავად ნორმა გახდება კიდევ უფრო განჭვრეტადი ვიდრე ის არის დღეის მდგომარეობით“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილ

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის ვინაობა უახლოეს ხანში გაირკვევა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული, უხელმძღვანელებს თუ არა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციას