ნორვეგიულმა გაზეთმა შემთხვევით თოვლის ბაბუას ნეკროლოგი გამოაქვეყნ

ნორვეგიულმა გაზეთმა შემთხვევით თოვლის ბაბუას ნეკროლოგი გამოაქვეყნა

ნორვეგიულმა გაზეთმა შემთხვევით თოვლის ბაბუას ნეკროლოგი გამოაქვეყნა ყველაზე პოპულარული ნორვეგიული ტაბლოიდის Aftenposten ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ შეცდომით თოვლის ბაბუას ნეკროლოგი გამოაქვეყნა. ნეკროლოგში ნათქვამია, რომ თოვლის ბაბუა 1788 წლის 12 დეკემბერს დაიბადა და 2015 წლის 3 დეკემბერს მისაზე, ნორვეგიის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში გარდაიცვალა. ნეკროლოგის მიხედვით დაკრძალვა 28 დეკემბერს ჩრდილოეთ პოლუსზე გაიმართებოდა. სარედაქციო ტექსტში ნათქვამია, რომ ნეკროლოგი ერთ-ერთი რედაქტორის შეცდომის შედეგად გამოქვეყნდა. ის შეცდომის აღმოჩენისთანავე მოხსნეს საიტიდან.

banner
წინა სტატიაში,,ისლამურმა სახელმწიფომ,, აშშ-ს ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო… (VIDEO)
შემდეგი სტატიაNew York Times-მა ამერიკის მთავრობას იარაღის გაყიდვის შეზღუდვისკენ მოუწოდა