აშშ-ს სამხედროები არ მიიღებენ არც ერთი ლიტრ საწვავს, სანამ ტრამპი თანამდებობას არ დატოვებს, განაცხადა Haltbakk Bunkers-ის მფლობელმა გუნარ გრანმა. აღნიშნული გადაწყვეტილება თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი სკანდალის ფონზე იქნა მიღებული.
ნორვეგიული ნავთობკომპანია Haltbakk Bunkers-ი აჩერებს საწვავის მიწოდებას აშშ-ს სამხედროებისთვის, იტყობინება Kystens Næringsliv და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მწვავე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
„როგორც გესმით, ტრამპის წასვლამდე არცერთი ლიტრი არ იქნება მიწოდებული“, – თქვა Haltbakk Bunkers-ის მფლობელმა გუნარ გრანმა.
Kystens Næringsliv-თან ინტერვიუში გუნარ გრანმა ასევე განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ დიდი ხანია შეწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობა – მისი უკრაინაში შეჭრის შემდეგ. “ამან მისცა ჩვენს კონკურენტებს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ჩვენ დავკარგეთ მნიშვნელოვანი სახსრები, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მორალური პრინციპები. ახლა კი ჩვენი კლიენტების სიიდან აშშ გამოირცხა უკრაინელების მიმართ მათი ქცევის გამო”, – განმარტა გრანმა.
Haltbakk Bunkers-მა აშშ-ს სამხედროებთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაცხადა.
„ჩვენ გავხდით ყველაზე მასშტაბური ჩხუბის მოწმე, რაც კი ოდესმე გვინახავს „პირდაპირ ეთერში“ აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტსა და მის ვიცე-პრეზიდენტს მიერ. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს სიმშვიდისა და თავშეკავებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ მას უღალატა პირდაპირ ეთერში. ამან კი ჩვენში ზიზღი გამოიწვია. მოკლედ და გასაგებად. შედეგად, ჩვენ მივირეთ გადავწყვეტილება სასწრაფოდ შევწყვიტოთ საწვავის მიწოდება ნორვეგიის პორტებში შემომავალ ამერიკულ სამხედრო გემებისთვის“ – ნათქვამია Haltbakk Bunkers-ის მიერ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს შეტყობინება მოგვიანებით წაიშლილ იქნა გვერდიდან.
“ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას ნორვეგიაში აშშ-ს საზღვაო ძალების გემების მხარდაჭერის შესახებ. ეს არ შეესაბამება ნორვეგიის მთავრობის პოლიტიკას. შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა მოთხოვნილი მხარდაჭერა იქნა უზრუნველყოფილი. აშშ-სა და ნორვეგიას მჭიდრო და ძლიერი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა აქვთ. აშშ-ს სამხედრო ძალები გააგრძელებენ ნორვეგიისგან საჭირო მარაგებისა მიღებას“, – თქვა მინისტრმა კვირას, 2 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Haltbakk Bunkers AS არის კერძო ნორვეგიული ნავთობისა და გადამზიდავი კომპანია. ის არ წარმოადგენს ნორვეგიის უმსხვილეს ნავთობკომპანიას. ნორვეგიის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეები არიან – Equinor ASA, Aker BP ASA, TotalEnergies SE, Shell PLC და Exxon Mobil Corporation.