ნორვეგიის სამხრეთით მსხვილი მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირეს (ვიდეო)

25 ივლისის ღამეს ნორვეგიის სამხრეთით მსხვილი მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ციური სხეულის ცეცხლისგან ისეთი სინათლე მოდიოდა, რომ ცა სრულად განათებული იყო. თავდაპირველად კი ის ელვის მძლავრ განათებას გავდა.

Norwegian Meteor Network-ის ინფორმაციით, მეტეორი 1:08:47 საათზე გამოჩნდა და დაახლოებით ხუთი წამი ჩანდა. ის მიერთან ახლოს ნაკრძალის ტერიტორიაზე დაეცა. ორგანიზაციის წარმომადგენლის სტეინარ მიტსკოგენის თქმით, მეტეორი ატმოსფეროში შესვლისას, სავარაუდოდ, რამდენიმე კილოგრამს იწონიდა, რომელიც შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაიშალა.

მეცნიერები ციური სხეულის ნაწილების საპოვნელად გაემართნენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო – სამეგრელოსთვის ამ ეტაპისთვის 4 000 დოზაა გათვალისწინებული
შემდეგი სტატიაწადი რა თქვენი დედაც**** სუყველასი- იაკობაშვილი ჟურნალისტს