ნორვეგიის საგარეო უწყება – მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„2008 წლის აგვისტოს რუსული ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირობერტა მეცოლა – ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის, ასევე მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ
შემდეგი სტატია7 აგვისტო არის დღე, როდესაც ნათლად უნდა გავიაზროთ, რა არის რუსეთი – ნიკა მელია