ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2019 11:10

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ნორვეგია მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ვაჟა გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას.

20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2019 11:10

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics