ნორვეგიის მთავრობამ ჯაშუშობის შესახებ სკანდალის გამო აშშ-ს ელჩი გამოიძახა

ნორვეგიის მთავრობამ ჯაშუშობის შესახებ სკანდალის გამო აშშ-ს ელჩი გამოიძახა

ნორვეგიის მთავრობამ ხუთშაბათს აშშ-ს ელჩი გამოიძახა – საქმე ეხება შეერთებული შტატების მიერ დანიის დახმარებით ევროპელ პოლიტიკოსებზე ჯაშუშობას, მათი საუბრების მოსმენასა და შეტყობინებების წაკითხვას – “ლოკალი” წერს.

“ჩემთვის გასაგებია ის, რომ ამერიკელებმა გარკვევით თქვეს, რომ მათ 2014 წელს შეცვალეს პრაქტიკა, რომელიც მოკავშირეების მონიტორინგს ეხებოდა და მათ სურთ ჩვენთან და სხვებთან თანამშრომლობა, რომ მომხდარის შესახებ ნათელი სურათი შეგვიქმნან ” – ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა. “დღეს ელჩი დავიბარეთ, რომ ეს გაგვერკვია” – დაამატა პრემიერმა. დღესვე, სოლბერგი თავის დანიელ კოლეგას მატტე ფრედერიკსენს დაუკავშირდა. “მე მას გავუმეორე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ უახლესი მეგობრებისა და მოკავშირეების ჯაშუშობა შეუწყნარებელია და არ არის საჭირო” – სოლბერგმა თქვა.
შეგახსენებთ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით, დანიის წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენებით, ჯაშუშობის მიზნით ინფორმაციის მოსაპოვებლად გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის ჩინოვნიკებს უსმენდა, მათ შორის, ანგელა მერკელს – დანიის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო გამოძიებამ დაადინა, რომელიც აშშ-ს ევროვნული უსაფრთხოების სააგენტოსგან საიდუმლოდ მიმდინარეობდა. მასში ოთხი ჰაკერი და ანალიტიკოსი იყო ჩართული, რომლებიც დანიურ-ამერიკული პროფილური სამსახურების ურთიერთმოქმედების სპეციფიკას სწავლობდნენ. სამუშაო ჯგუფის დასკვნები კვირას, 30 მაისს გამოაქვეყნეს დანიურმა, შვედურმა, ნორვეგიულმა, ფრანგულმა ტელევიზიებმა.

სამუშაო ჯგუფის მოხსენება ეხება 2012-2014 წლებს. გამოძიებით დადგინდა, რომ უსმენდნენ ყველა სატელეფონო ზარს და კითხულობდნენ ყველა შეტყობინებას, რომელიც დანიის ინტერნეტ-სადენით გადიოდა.

banner
წინა სტატიაშიპანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: 7 წლის ბავშვი შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს
შემდეგი სტატიაშაჰინი: რუსეთი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა