ნორვეგიის ელჩი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოში ნორვეგიის ელჩი ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ნორვეგიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული მსხვერპლის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ახლობლებთან ვართ. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და პატივისცემას გამოვხატავთ სამაშველო ჯგუფებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურების მუშაობის მიმართ“, – ნათქვამია ჰელენ სანდ ანდერესენის მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – ახლა, ბიულეტენების გადათვლა მანიპულაციას ემსახურება
შემდეგი სტატიასომხეთის პრეზიდენტი ბათუმში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს