ნორვეგიაში ტყის ხანძრის გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2019 00:19

ნორვეგიაში ტყის ხანძრის გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული

ნორვეგიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული – “ბიბისი ნიუსი” ავრცელებს. ტყის მიმდებარედ დაახლოებით 148 სახლი დატოვეს პატრონებმა ქალაქ სონკდალში, სადაც ხანძარი სამშაბათიდან ვერ ჩააქრეს. პოლიცია აცხადებს, რომ მეხანძრეები სიტუაციას აკონტროლებენ, თუმცა, ძლიერი ქარი ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი. აპრილი, ნორვეგიაში, ტყის ხანძრებისთვის ძალიან ადრე სეზონია. ექსპერტებმა ადრე თქვეს, რომ მთელს კონტინენტზე ცეცხლი საგრძნობლად გაიზრდება. მიმდინარე წელს უკვე იყო ხანძარი შვედეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2019 00:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics