ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა

ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს დაეხმარება უკრაინას “გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს”

თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით, “უკრაინის ომის განვითარება ახლა იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებელია უფრო მძიმე არტილერიისა და იარაღის სისტემების მიწოდება”.

ნორვეგიის არმიამ უკრაინას საჩუქრად გადასცა M109 საარტილერიო თოფები, რომლებიც შორი მოქმედების იარაღია. სამინისტროს ცნობით, იარაღი ქვეყანას გადაეცა აღჭურვილობასთან, სათადარიგო ნაწილებთან და საბრძოლო მასალასთან ერთად.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა წვრთნები ამ სისტემების გამოყენებისთვის უკვე გაიარეს გერმანიაში.

banner
წინა სტატიაშიიტალიის მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცის დასაჩქარებლად, კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაჰაკერებმა რუსული რადიო კომერსანტი დაჰაკეს და ეთერში უკრაინის ჰიმნი გაუშვეს