ნორვეგიამ “ასტრა ზენეკაზე” საბოლოოდ უარი თქვა

ნორვეგიამ

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ოფიციალურად თქვა უარი პრეპარატ “ასტრა-ზენეკაზე” და მას ვაქცინაციის პროგრამაში არ გამოიყენებს – ამის შესახებ “ლოკალი” წერს.

გარდა ამისა, მთავრობამ მხარი დაუჭირა Johnson & Johnson-ის ხმარებიდან ამოღებაზე, თუმცა, მოხალისეებს შესაძლებლობა ექნებათ ის გაიკეთონ.

მთავრობამ შეისწავლა საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ვაქცინის ნებაყოფლობით გამოყენება. მთავრობამ დაადგინა, რომ ნებაყოფლობითი იქნება მხოლოდ Johnson & Johnson-ი”, – სოლბერგმა თქვა.

ნორვეგიის მთავრობამ 11 მარტიდან შეაჩერა “ასტრა-ზენეკას” გამოყენება. მაშინ ხუთ ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა. მათგან სამი გარდაიცვალა. ნორვეგია საკუთარ “ასტრა ზენეკას” სხვა ქვეყნებს დაუთმობს.

გარდა ამისა, ნორვეგიამ ვაქცინაციის ახალი სტარტეგია გამოაქვეყნა. 45 წლის ზევით ასაკობრივი კატეგორიის შემდეგ ვაქცინას 18-24 წლის ასაკის მოქალაქეებს შესთავაზებენ. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფი ყველაზე ბოლო იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს.

banner
წინა სტატიაშიმელია: პარტიის ინტელექტისგან დაცლა რეალობისგან ძალიან შორსაა
შემდეგი სტატიაევროპის რეგულატორი: ავტორიზებული ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია