ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს

ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს – განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხელ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დინამიკას.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საქართველოში ნორვეგიული ბიზნესისა და ინვესტიციების გაზრდის მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს ენერგო სექტორში არსებული ნორვეგიული ინვესტიცია. ისაუბრეს ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ბორგე ბრენდემ ქართველ კოლეგას მიულოცა ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეული შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმზე და იმედი გამოთქვა რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მალე ამოქმედდება.

მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნორვეგიის პრაქტიკული დახმარება და ასევე მადლობა გადაუხადა მათ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამო.

banner
წინა სტატიაში“განუზომელია ზურაბის წვლილი თავისუფალი საქართველოს შენებაში”- ჟვანიას დაბადების დღეს პრეზიდენტი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიანატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს