ნორვეგია რუსული სატვირთო მანქანებისა და გემებისთვის საზღვრებსა და პორტებს ხურავს

ნორვეგია ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უერთდება და რუსული სატვირთო მანქანებისა და გემებისთვის თავის საზღვრებსა და პორტებს ხურავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, გამონაკლისის სახით სანქციებისგან გათავისუფლდებიან რუსული თევზსაჭერი გემები, რომლებიც ხშირად იჭერენ თევზს ჩრდილოეთ ნორვეგიის პორტებში.

გამონაკლისი შეეხება ნორვეგიის არქტიკულ შპიცბერგენის არქიპელაგსაც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა