,,ნორმანდიული ოთხეულის,, შეხვედრა დაიწყო… პირველი ფოტოები

14786975_660031637490360_559069151_o 19 ოქტომბერს, საღამოს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ,,ნორმენდიული ოთხეულის,, ფორმატის შეხვედრა დაიწყო, რომელიც უკრაინის კრიზის მოგვარებას ეძღვნება და მასში რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები ღებულობენ მონაწილეობას…
ექსპერტების განცხადებით, ოთხეულის შეხვედრაზე, უკრაინის პრობლემების პარალელურად აუცილებლად გაჟღერდება სირიის პრობლემებიც, რომელსაც გერმანიის ლიდერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დასვამენ.
უკრაინის ელჩისა და სამხრივ შეხვედრებში უკრაინის წარმომადგენლის რომან ბეზსმერტნის განცხადებით, ბერლინში გამართული ,,ნორმანდიული ოთხეულის,, შეხვედრა, ამ ფორმატითშესაძლებელია უკანასკნელი აღმოჩნდეს… ,,შეიძლება ისე მოხდეს, რომ ,,რომანდიული ოთხეულის,, ფორმატით ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო… ამ სიტუაციაში მართებული იქნება დავსვათ კითხვა, ფორმატის შინაარსზე და მის პერსპექტივებზე, რასაც ჩვენ ,,ნორმანდიულ ოთხეულს,, და მინსკის პროცესს, მინსკის შეთანხმებას ვუწოდებთ. ნათელია, რომ უკეთესი რეზულტატი ექნებოდა ამ ფორმატს, თუ რამე დავალებებს მიიღებენ უკეთესი პოზიციის შესამუშავებლად,, განაცხადა ბეზსმერტნიმ.
მედიაში ,,ნორმანდიული ოთხეულის,, ბერლინული შეხვედრის ამსახველი პირველი ფოტოებიც გამოჩნდა

14808000_660031600823697_2146046270_o

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მოსულის რაიონში საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის საშუალება გააგზავნა
შემდეგი სტატიაპუტინს ბერლინში სისხლიანი დათუნიებით შეხვდნენ