“ნორმანდიული ოთხეული” უახლოეს თვეებში შეხვდება ერთმანეთს

1479577062“შევთანხმდით, რომ ერთი თვის განმავლობაში მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს ჩვენი შეხვედრების შედეგების დასადგენად და ახალი შეხვედრის დასაგეგმად” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პორშენკომ. მისი თქმით, “ნორმანდიულ ოთხეულს” ალტერნატივა არა აქვს.
შეხვედრის შედეგებზე საუბრისას პოროშენკომ თქვა, რომ არ მიუღიათ არანაირი დოკუმენტი და მხარეები საგზაო რუკაზე იყვნენ კონცენტრირებულები: “ნორმანდიული” ფორმატის შეხვედრაზე არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მოგვიწერია” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერის მოწვევით დონბასში შექმნილ სიტუაციაზე ბერლინში ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, ვლადიმირ პუტინი და პეტრე პოროშენკო მსჯელობდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: “ნორმანდიული” ფორმატის შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტი არ მიგვიღია
შემდეგი სტატიამადონა ჰილარი კლინტონის მომხრეებს ორალურ სექსს დაპირდა (ვიდეო)