“ნორმალურ სახელმწიფოში ის უკვე გადამდგარი იქნებოდა” – ოპოზიცია გიორგი გახარიას გადადგომას და თიბისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია “თიბისი” ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას და გიორგი გახარიას გადაყენებას ითხოვს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შესაძლოა შს მინისტრმა გავლენა მოახდინოს საგამოძიებო პროცესზე ამიტომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა.

„ზოგადად როდესაც ქვეყნის პირველ სამართალდამცავს აბრალებენ ასეთ დანაშაულს იქნება ეს დამტკიცებული თუ არა შემდგომში, რა თქმა უნდა არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ამ ადამიანმა მოახდინოს გავლენა მოწმეებზე ამიტომ ის უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას და ნორმალურ სახელმწიფოში ის უკვე გადამდგარი იქნებოდა,“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.

50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„ჩვენ ქვეყანაში ვერანაირი გამოძიება სიმართლეს ვერ დაადგენს იქ სადაც პრკურატურას აკონტროლებს კრიმინალი ფარცხალაძე და ფორმალურად მას მართავს ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი თადუმაძე. შესაბამისად როგორც მინიმუმ პარლამენტმა უნდა იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. 50 დეპუტატის თანხმობაა მხოლოდ და მხოლოდ საჭირო ახალი რეგლამენტის მიხედვით. და როგორმე ქართული ოცნების 20-მა დეპუტატმა მაინც გვერდზე უნდა გადადოს ეს მონური მორჩილება ივანიშვილისადმი და განახორციელოს საკუთარი ფუნქცია, როგორც პარლამენტის წევრმა,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშილიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა