18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

„ნორმალურ ქვეყანაში შს მინისტრი პასუხისმგებლობას აიღებდა“ — ხატია დეკანოიძე გორში მომხდარზე

გორში, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ჯგუფურ ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეკანოიძის განცხადებით, კადრებში ასახული ფაქტი სისტემური მანკიერების, დაუსჯელობის სინდრომისა და ძალადობის წახალისების შედეგია.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსგავს კრიზისულ სიტუაციაში პირველ რიგში უწყების ხელმძღვანელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს.

„ნორმალურ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას აშკარა ძალადობაზე, რომელსაც პოლიციელების მხრიდან ჰქონდა ადგილი მოქალაქის წინააღმდეგ და ძალის გადამეტებაში მხილებულ პოლიციელებს კანონის შესაბამისად პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ. ძალის გადამეტება, დაუსჯელობა, ნულოვანი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, ძალადობის წახალისება, არაპროფესიონალიზმი — ეს არის ის მანკიერება, რომელსაც ვხედავთ ამ კადრებში და არა მხოლოდ“, — აცხადებს დეკანოიძე.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მსგავსი ანგარიშსწორება რუტინულ ხასიათს ატარებს და ირონიულად იხსენებს ხელისუფლების ძველ განცხადებებს საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით:

„ათამდე პოლიციელი ძალადობს ერთ ადამიანზე. ასე იძალადეს მრავალჯერ, რუტინულად და არავინ დასჯილა. ყველას გვახსოვს დანიის პოლიციის სტანდარტებზე წუხილი ანტიქართული ე.წ. მთავრობის მხრიდან. ამ სტანდარტზე რას იტყვიან — საინტერესოა. პროკურატურაც ვალდებულია შესაბამისი ზომები გაატაროს“.

ხატია დეკანოიძის თქმით, გამოსავალი მხოლოდ პოლიციის სისტემის ძირეულ, პოლიტიკური გავლენებისგან დაცულ რეფორმაშია:

„რეალურად, პოლიციას სჭირდება ძალიან დიდი და მასშტაბური რეფორმა, სადაც პოლიტიკური თანამდებობა ჩამოცილდება პროფესიონალურ ნაწილს, პოლიციელი გაივლის შესაბამის შერჩევას, წვრთნას და დაემორჩილება კანონს. ამასთანავე, იქნება დაცული ფინანსურად, სოციალურად და პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულებისგან“.

banner
წინა სტატიაში“არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისაგან!”— მეუფე გიორგი ჯამდელიანი პოლიციელებზე
შემდეგი სტატიასასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო