17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

Nordwind Airlines-ი სოჭის რეისებს აუქმებს და ფრენებს ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ამატებს

რუსულმა ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა 2026 წლის 18 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე ზაფხულის განრიგში ცვლილებები შეიტანა. კომპანია სოჭის მიმართულებით რეისების ნაწილს აუქმებს და სანაცვლოდ ფრენებს ოკუპირებული აფხაზეთისკენ, სოხუმის მიმართულებით ამატებს.

როგორც რუსული მედია წერს, ცვლილებები შეეხება ორენბურგის, ტომსკის, სიქტივკარის, ნოვოკუზნეცკის, პერმის, სანქტ-პეტერბურგის, კემეროვოს, ნიჟნი ნოვგოროდის, მაგნიტოგორსკის, ნიჟნეკამსკის, ნიჟნევარტოვსკის, ომსკის, ბარნაულის, ყაზანისა და უფის მიმართულებებს.

გაუქმებული რეისების მგზავრებს თანხის დაბრუნების ან თავდაპირველი ფრენის თარიღთან ახლოს, ალტერნატიული თარიღით გადაჯდომის შესაძლებლობას შესთავაზებენ.

როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, Nordwind აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვებისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა. მას, საავიაციო უსაფრთხოების “შავ სიებში” ყოფნის გამო, ეკრძალება ფრენები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში.

აშშ-ის Commerce Department-მა 2022 წლის 24 ივნისს Nordwind-ს ექსპორტის პრივილეგიები შეუზღუდა. 2025 წლის დეკემბერში ეს შეზღუდვა კიდევ განახლდა. მიზეზად აშშ-ის ექსპორტის კონტროლის წესების განმეორებით დარღვევები დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ლილუაშვილის 13-წლიან პატიმრობაზე: ეს შესაძლოა რუსეთის შურისძიებაც იყოს