ნონიაშვილი: სულ რამდენიმე საათში გაასუფთავეს მთლიანად ტერიტორია ამ პოლიტიკური სატირისგან, ეს უკანონო ქმედებაა, რის გამოც პლაკატებს თავიდან გავაკრავთ

„საკრებულოს 86-78 დადგენილებში პირდაპირაა მითითებული, რომ სააგიტაციო მასალის გაკვრა დაშვებულია სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრულ დროებით ღობეებზე. აქვე არის დანართი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ამ ლოკაციაზე შესაძლებელია სააგიტაციო მასალის გაკვრა. ჩვენ ამით ვისარგებლეთ და გავაკარით ჩვენი სააგიტაციო მასალა“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა პუშკინის სკვერში, პანორამა თბილისთან გამართულ ბრიფინგზე.

„3 საათის წინ „პუშკინის სკვერში“ გავაკარით პოლიტიკური სატირა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების მიმართ სატირა, ასევე ეს პოლიტიკური სატირა არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. სულ რამდენიმე საათში გაასუფთავეს მთლიანად ტერიტორია ამ პოლიტიკური სატირისგან. ეს უკანონო ქმედებაა. საკრებულოს 86-78 დადგენილებში პირდაპირაა მითითებული, რომ სააგიტაციო მასალის გაკვრა დაშვებულია სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრულ დროებით ღობეებზე. აქვე არის დანართი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ამ ლოკაციაზე შესაძლებელია სააგიტაციო მასალის გაკვრა. ჩვენ ამით ვისარგებლეთ და გავაკარით ჩვენი სააგიტაციო მასალა, პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული. მათ ეს სტკივათ, ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს, „მეფე მზის“ მიმართ. ამიტომ ორ საათში გააქრეს ყველაფერი. ახლა კიდევ მოვედით და ჯიუტად კიდევ გავაკრავთ.“ – განაცხადა ნონიაშვილმა

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად
შემდეგი სტატიაგაბუნია – კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გაზრდილია კახეთში