ნონიაშვილი – მძიმე სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, არა ღარიბაშვილის ცარიელი პოპულიზმი, არამედ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა საჭირო

600 000-მდე სოციალურად დაუცველი გვყავს და მთელი რიგი მუნიციპალიტეტებია, სადაც ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია, ოღონდ აქედან გამოსავალი არა ეს ცარიელი პოპულიზმია, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

„ღარიბაშვილი არის ერთადერთ რამეში სწორი, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური ფონი, ოღონდ ეს ფონი არის განპირობებული ხელისუფლების ქმედებების გამო. 600 000-მდე სოციალურად დაუცველი გვყავს და მთელი რიგი მუნიციპალიტეტებია, სადაც ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია, ოღონდ აქედან გამოსავალი არა ეს ცარიელი პოპულიზმია, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგალითად ბიუროკრატიის შემცირება, რომლითაც საზრდოობს „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი და ამ ფულის ადამიანების კეთილდღეობისთვის გამოყენება და მეორე მხრივ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მთლიანად, მაქსიმალურად შემცირება ყველაფრის. ეს არის გამოსავალი აქედან და ეს არ უნდა ახსენდებოდეს მმართველობის მეცხრე წელს სამწუხაროდ. ყველა რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდა ამ ხელისუფლებას, რომ სოციალური ფონი გაეუმჯობესებინა, მაგრამ პირიქით უკუშედეგი მივიღეთ, ყოველწლიურად ტენდენცია გვაქვს, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – სააკაშვილი საზღვარგარეთ თუ წავა, სავარაუდოდ ყველა უფრო მშვიდად იქნება
შემდეგი სტატიადავითაშვილი – პრემიერის ინიციატივა გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რათა მათი სოციალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს