ნონიაშვილი – ახლა ჩვენი მთავარი დღის წესრიგი არის ის, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, მივიდნენ მეორე ტურზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, პარტიას არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სხვა პარტიებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩვენ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სხვა პარტიებთან კომუნიკაცია არ გვქონია, ახლა ჩვენი მთავარი დღის წესრიგი არის ის, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, მივიდნენ მეორე ტურზე და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცენ ხმა, რადგან ეს ხელისუფლება ყველა შემთხვევაში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში კგბ-მ ჩხრეკა ჩაატარა