ნონა გუჩუა-მივბაძოთ 90-იან წლებში მებრძოლ პატრიოტებს და ნუ დავერევით ერთმანეთს

“მეგობრებო, 4 ოქტომბრის ამბავი ძალიან ჰგავს 1992 წლის ზაფხულში ტელევიზიის აღებას, რომელსაც აწ განსვენებული ვალტერ შურღაია ხელმძღვანელობდა. ხალხი უნდა შესულიყო ტელევიზიაში და უნდა გამოეცხადებინა ძალადობრივად წართმეული ხელისუფლების მშვიდობიანად დაბრუნება, ხოლო სამხედროები ხალხის მხარეს გადმოვიდოდა.ვალტერ შურღაიას დახმარებას დაპირდა მოღალატედ დაბადებული უჩავა, რომელმაც სამხედრო გადატრიალების დროსაც უღალატა ზვიად გამსახურდიას.

ამ პიროვნებას ბრალდებოდა წალენჯიხის მთებში, კერძოდ სქურში , ზვიადის თანაშემწის, ახალგაზრდა ქალბატონის ლალის (გვარი არ მახსოვს), მკვლელობაც. რომელმაც ვითომ თავისი დანაშაულის გამოსყიდვა მოიმიზეზა და დახმარება შესთავაზა ზვიადისტებს. ჩემი მეუღლე ,ზურაბ გუჩუა და მისი მეგობრებიც შევიდნენ ტელევიზიაში, გამოაცხადეს რადიოთი, რომ ჯარი მათ მხარეს არის და მშვიდობიანად დაიბრუნებდნენ ხელისუფლებას. ზურაბი ყვებოდა მოგვიანებით, რომ როცა შევედით შიგნით და გადავხედეთ სიტუაციას, მივხვდათ რომ გაყიდულები ვიყავითო. შეეძლო მას იმ ხაფანგიდან გამოსვლა ,მაგრამ არ გამოვიდა, რადგან მაშინ, მისი აზრით , თავის სამშობლოს, მეგობრებს და თავის იდეებს უღალატებდა.

მერე შემოვარდნენ მხედრიონელები, სამხედროები და აიყვანეს ყველა იქ მყოფი. ხალხი(ქალების გარდა) გონების დაკარგვამდე სცემეს. მერე გადაიყვანეს , ჯერ დიღმის კაპეზეში და შემდეგ ორთაჭალის ციხეში. მახსოვს, ზურაბ წულაია, ეს უპატიოსნესი პიროვნება, როგორც ბანდიტს, მიუვარდნენ სახლში და გააქანეს ორთაჭალის ციხეში. მიუხედავად ამხელა შეცდომისა , ისინი ერთმანეთს არ დარევიან და არ დაუწყიათ თითის ერთმანეთზე გაშვერა. პირიქით იყვნენ ძალიან მხნედ და იმედიანად. მიუხედავად იმისა,რომ აკრძალული ჰქონდათ ხმამაღალი ლაპარაკი, მღეროდნენ პატრიოტულ სიმღერებს და მთელი ციხე აიყოლიეს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არ ყოფილა დაპირისპირება, რადგან იტვირთეს ხუნტის წინააღმდეგ ბრძოლა, აგრძელებდნენ ამ ბრძოლას ვისაც როგორ შეეძლო.ასე რომ მივბაძოთ 90-იან წლებში მებრძოლ პატრიოტებს და ნუ დავერევით ერთმანეთს,-წერს ზურაბ გუჩუას მეუღლე, ნონა გუჩუა.

banner
წინა სტატიაშიარტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიამაია დარსმელიძე: ქოცს ეზიზღება ყველაფერი, რაც მასზე ჭკვიანი და კომპეტენტურია..