ნონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. საერთაშორისო დიდოსტატმა იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 74 წლის ასაკში.
ბოლო ტურში, ის ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დაასრულა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილისთვის ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.

ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნომებერს დასრულდა. 65 წელს ზევით მოთამაშეთა შორის პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ქართველების გარდა მათ შორის იყვნენ მოჭადრაკეები რუსეთიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდან.

ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972).

მეხუთეჯერ ჩემპიონი 1975 წელს გახდა, როცა ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია დაამარცხა. ტიტული 1978 წელს ასევე ქართველ მოჭადრაკესთან მაია ჩიბურდანიძესთან დათმო.

საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს კი ჭადრაკის ისტორიაში პირველად მამაკაცთა შორისაც.

ნონა გაფრინდაშვილი ასევე არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.

banner
წინა სტატიაშისოფელ აძვთან შეიარაღებულმა პირებმა სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“შეუნარჩუნეთ საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს” – მალაშხია პრეზიდენტს მიმართავს