ნოემბერში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,6%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0,2% შეადგინა

საქართველოში ინფლაციის დონემ 2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0,6% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,2% . ”საქსტატის” ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,8 პროცენტით გაიზარდა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,7%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (8,7%) და რძის, ყველისა და კვერცხის (3,0%) ქვეჯგუფებზე.

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,3%); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,0%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2%);
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: მოცემულ პერიოდში ფასების 10,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

ფასები გაიზარდა, როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,6% ), ასევე ალკოჰოლური სასმელების (4,9%) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 1,5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებისა (5,6%) და საავადმყოფოების მომსახურების (1,0% ) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3,7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-5,0 პროცენტი).

banner
წინა სტატიაში“ახალი საქართველოს” ლიდერები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ და სამთავრობო უწყებების პიკეტირებას არ გამორიცხავენ
შემდეგი სტატიამეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრადებულს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა