ნოდარ ოდიშელიძე გენერალზე – 100 წლის შემდეგ დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრება ნატრობდა

100 წლის შემდეგ იგი უბრუნდება სამშობლოს და დღეს დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა, – ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა, ნოდარ ოდიშელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გენერალი კვინიტაძე, მთავარსარდალი ყოველთვის ეკუთვნოდა თავის ერს, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც ის იბრძოდა.

„ჩემთვის ეს უზარმაზარი ემოციაა, რადგან მოგეხსენებათ, კვინიტაძე, მთავარსარდალი ეკუთვნოდა თავის ერს, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც ის იბრძოდა და არ შეიძლება, რომ ეს ემოცია არ გეუფლებოდეს მის შთამომავალს, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომ 100 წლის შემდეგ იგი უბრუნდება სამშობლოს. დღეს დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა და ვერ მოესწრო თავის სიცოცხლეში“, – განაცხადა ნოდარ ოდიშელიძემ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიმარიამ დაბო – ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა, მას ძალიან უნდოდა დაბრუნება დემოკრატიულ საქართველოში
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი – უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე