29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“ნოდარ მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ”- გიორგი გამსახურდია პოლიციის კადრებზე

ტელეკომპანია „პირველის“ მიერ პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეთა წამების კადრების გასაჯაროებასა და ამის გარშემო დაწყებულ საპროტესტო ტალღას სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია ეხმაურება.

„სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს. არ გამოგივიდათ „ნაცებო“, უვიზოს გაუქმების თემის აგორება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს, რომ ძალიან დიდი და ხანგრძლივი პროცედურაა. მერე უცებ, ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან, უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მისცემდით და აქაც, არაფერი. ვერა, როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, იმიტომ რომ ჩვენ პირობებში, ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში“, – წერს გამსახურდია.

banner
წინა სტატიაში“ვისთვისაც ძალადობა არცერთ დროში ნორმა არ ყოფილა… იკრიბება ყველა!”- ნანუკა ჟორჟოლიანი
შემდეგი სტატიაცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების, ერთსა და იმავე საქმეზე, მეორედ დაკავებას