23.5 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ნოდარ მელაძის მიერ გაჟღერებულ საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე პოლიციაში სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ვიდეომასალა თავად პოლიციელების მიერ იყო გადაღებული და საერთო ჩათში იგზავნებოდა. მელაძის ინფორმაციითვე, პირი, რომელმაც აღნიშნული ჩატი გატეხა და ფაილები მოიპოვა, მოგვიანებით დააკავეს.
საქმესთან დაკავშირებით გადაცემის ანონსი „ტვ პირველმა“ გაავრცელა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს. უწყების განმარტებით, ფაქტი მიმდინარე წლის თებერვალში გენერალურმა ინსპექციამ გამოავლინა, რის შემდეგაც მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ სამივე პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავა.

ამასთან, შსს აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოებების შესახებ ინფორმაცია ანონსის ავტორ ჟურნალისტებსაც ჰქონდათ, თუმცა ეს დეტალები ანონსში არ ასახულა. უწყების შეფასებით, აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

გადაცემა, რომელშიც აღნიშნული კადრები იქნება წარმოდგენილი, ეთერში შაბათს გავა

banner
წინა სტატიაში(video) ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან 99 კმ-ში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა