ნოდარ მელაძე : „წყაროს დასახელების ვალდებულება არ გვაქვს“

ე.წ. ციანიდის საქმე – პროკურატურამ ახალი გამოძიება, სსკ-ის 374-ე მუხლით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქმის ადვოკატები დღეს საგამოძიებო უწყებაში იყვნენ დაბარებული. საქმე ეხება „შაბათის კურიერსა“ და „ტვ პირველის“ ეთერში საქმის სასამართლო პროცესის აუდიო ცანაწერების გავრცელებას.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით გამოძიება დაკითხვაზე „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებსაც დაიბარებს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, აცხადებს, რომ მათ წყაროს დასახელების ვალდებულება არ აქვთ:

„ჩვენ არავის დავუბარებივართ, თუ დაგვიბარებენ, სტანდარტული პასიხებით შემოვიფარგლებით, ჩვენ წყაროს დასახელების ვალდებულება არ გვაქვს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა მერობის შემთხვევაში, თბილისში ვერტიკალური პარკირების სისტემას აამოქმედებს