ნოდარ მელაძე – შტურმის მოლოდინი გვქონდა – ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ შტურმით ამჯერად უკვე ტელევიზიაზე მიიტანოს და მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი განჩინება პროკურატურისთვის ამ მიზნით “ანთებული მწვანე შუქია”.

საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს, ან ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურას უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს წარმოადგენს ტელევიზიებში შესვლა, მუშაობის პარალიზება, დასაშინებლად მათი სამუშაო სივრციდან კომპიუტერების ამოღება ან ა.შ. რომ მედიამ ვეღარ მოახერხოს ოპერირება. ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე ოფიციალური სასამართლოს განჩინებით.” ამბობს ნოდარ მელაძე “მთავარი არხის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ტვ პირველში“ შესვლით, ნუ შექმნის დამატებით წინაღობას
შემდეგი სტატიაუგულავა – გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს