ნოდარ მელაძე: ჰქვია თუ არა ამას დადუმების მცდელობა?

“რუსთავი-2-ის” ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მიერ ვებგვერდის გათიშვის (გადამისამართების) პროცესს ეხმიანება და ნიშანდობლივად მიიჩნევს სწორედ “პოსტსკრიპტუმის” დაწყების წინ ვებგვერდის გამორთვას, სადაც “რუსთავი-2-ს” პირდაპირ ეთერში უამრავი ადამიანი უყურებს.

“ყველა ვებ გვერდზე ტექნიკური სამუშაო სრულდება ღამით, რომ არ იყოს შეფერხება მომხმარებლებისთვის. გადაცემა P.S-ის წინ რომ გამორთავ ვებს, რომლის სიუჟეტებსაც ათასობით ნახვა აქვს ვებზე, ნეტა რა მიზანი გაქვს?
ჟურნალისტებს არ ვერჩითო, რომ ამბობ და ინტერნეტრესურზე სიუჟეტებს უბლოკავ, ამას ჰქვია თუ არა დადუმების მცდელობა?
რომელიმე ან ყველა საგამოძიებო სიუჟეტმა ხომ არ აანერვიულა ვინმე დღეს? მთავარია, ბაზა გადარჩა. rustavi2.ge უკვე მუშაობს”, – წერს ნოდარ მელაძე.
შეგახსენებთ, დვალმა და აქიმიძემ rustavi2.com rustavi2.info-ზე გადაამისამართეს, განაცხადეს რა, რომ დომენი მათი საკუთრებაა. მათ მიერ გადამისამართებულ გვერდზე მათივე ერთობლივი განცხადებაა გამოქვეყნებული.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ამიერიდან “რუსთავი-2-ის” სიახლეები rustavi2.ge-ზე იქნება ხელმისაწვდომი. ეს ინტერნეტრესურსი უკვე ჩართულია და მუშაობს.

banner
წინა სტატიაშისომხეთში ეგზიტპოლებით მმართველი პარტია იმარჯვებს
შემდეგი სტატიამოსკოვში დღეს 60-მდე პროტესტანტი დააკავეს