„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, ბოლო სამ კვირაში, შაბათის ეთერის სამ ჟურნალისტს: მაკა ჩიხლაძეს, მაკა ანდრონიკაშვილს და ნატალია ქაჯაიას 1, 6 და 12 თვით პარლამენტის აკრედიტაციას შეუჩერეს, დაუსაბუთებელი მოტივით.
„წერილებში, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, არ არის დაკონკრეტებული რომელი რესპოდენტის ინტერვიუს გამო მოხდა ამ ბლანკეტური ნორმის გამოყენება. სრულიად ბუნდოვანი პასუხები, ჩვენთვის ცხადს ხდის ამ აკრძალვის განზრახვას – მათი მიზანია შეწყდეს კრიტიკული კითხვები. „კომუნიკაციების კომისია“ საპასუხო კომენტარის არარსებობის გამო, ტელევიზიას რომ ედავებით. სამი შეჩერებული აკრედიტაციის ფონზე, სად უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა პასუხი.
პასუხს ითხოვ და აკრედიტაციას გიჩერებენ, პასუხი არ არის და მარეგულირებელი გაჯარიმებს“, – წერს მელაძე სოციალურ ქსელში.















