ნოდარ მელაძე: არსებობს ბიძინა ივანიშვილის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები მისივე თანაპარტიელებისთვის 20 ივნისის შემდეგ

არსებობს ბიძინა ივანიშვილის გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები მისივე თანაპარტიელებისთვის 20 ივნისის შემდეგ – ამის შესახებ “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი საუბრობს. ნოდარ მელაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “ღამის მთავარში” ისაუბრა

20 ივნისის შემდეგ, ქართულო ოცნებისთვის გაგზავნილი “ვიოს მესიჯები” ბიძინა ივანიშვილის არსებობს. ამის შესახებ ქართულ ოცნებაშიც კარგად იციან იმიტომ, რომ მიმღების ადრესატები იყვნენ ეს ადამიანები თავად. მათ იციან, რომ ეს არსებობს და გაგზავნილი იყო ისეთ ჩატში თუ რეალობაში, სადაც ერთი ადამიანი არ ყოფილა” ამბობს ნოდარ მელაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებიდან ჟონავს ინფორმაცია, მიდის ჟურნალისტებამდე და ძალოვან უწყებებში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ უკანონო დავალებების შესრულება.

რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც დრეს პროკურატურამ დაიწყო, როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს – “ირაკლი შოთაძე გაბედავს, რომ ღარიბაშვილის წინააღდეგ აწარმოოს გამოძიება? ეს ხომ გამორიცხულია” ამბობს მელაძე.

banner
წინა სტატიაშიფოტიგა: ცუდი ამბავია ოპოზიციის ოფისში შეჭრა და ლიდერის თვითნებური დაკავება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ნიკა მელიას დაკავების დრო და ფორმა არ იყო საუკეთესო