ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ნოდარ ჯავახიშვილს კი, ზურაბ ალავიძე

ნოდარ ჯავახიშვილი და ნოდარ ხადური ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან.

ნოდარ ჯავახიშვილს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე შეცვლის.

ნოდარ ხადურს კი, დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იქნება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი გენერალური აუდიტის მოადგილედ დაინიშნება, ნოდარ ხადური კი, კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრი იქნება
შემდეგი სტატიაევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ვიქტორ დოლიძე დაიკავებს