ნოდარ ხადურმა 2016 წლის ბიუჯეტზე პარლამენტში ისაუბრა

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

პარლამენტში 10 მილიარდიანი საფინანსო დოკუმენტის მთავარი პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.

„შრომის ანაზღაურების ფონდი 2016 წელს ერთი მილიარდ 442.8 მილიონი ლარია, საიდანაც 70 პროცენტი ძალოვანი უწყებებისა და სასამართლო სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ფონდი 61.9 მილიონი ლარით გაზრდილია,”- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურმა შრომის ანაზღაურების ფონდის დაფინანსების გაზრდის მიზეზებზეც ისაუბრა.

ნოდარ ხადურის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან ფინანსდებოდა, 2016 წლიდან კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 43 მილიონი ლარით დაფინანსდება. მინისტრის განცხადებითვე, 2016 წლის არჩევნების გამო საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება 20 მილიონი ლარით იზრდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას ტყუილში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი თურქმენ კოლეგას შეხვდა