ნოდარ ხადური უარყოფს, რომ გიორგი ბადაშვილი საგამოძიებო სამსახურში ბრუნდება

ფინანსთა მინისტრი მოქმედი მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე გადანაცვლებასთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

მინისტრმა ჟურნალისტებს ურჩია, რომ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ მხოლოდ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დაეყრდნონ.

“თუ რამე იქნება საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ, სჯობს, რომ ფინანსთა მინისტრისგან მოისმინოთ და არა სააგენტოებისგან”, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთ-თურქეთის მოვლენები ძალიან სახიფათოა”
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და ოპოზიციური პარტიებისთვის მედიის ხელმისაწვდომობა