ნოდარ ხადური: უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას, ლარის მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ელის.

მინისტრს ამის საფუძველს ის მაკროეკონომიკური პარამეტრები აძლევს, რომელიც მისი თქმით, გაუმჯობესებულია.

“დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. იმპორტს შემცირების ტენდენცია აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. აზიის განვითარების ბანკიდან გადმოირიცხება ნოემბერ-დეკემბერში თანხები და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას. ცუდი მოლოდინების საფუძველი არ არსებობს. ლარის მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს”, – აღნიშნა ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კითხვაზე, დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, ლარის კურსი კვლავ უფასურდება და რით არის ეს გამოწვეული, ხადურმა განაცხადა, რომ საქართველოს ბაზრის კონექტურა ძალიან საინტერესოა და ერთჯერადი ტრანზაქციები ახდენს ზეგავლებას, რასაც აქვს გამოძახილი.

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4195 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში იქნება
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება