ნოდარ ხადური: წინასაარჩევნოდ, აქტიური ფაზა 8 აგვისტოს დაიწყება

ხადური

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, წინასაარჩევნოდ, აქტიური ფაზა 8 აგვისტოს დაიწყება, თუმცა მანამდეც გარკვეული ტიპის შეზღუდვები იმოქმედებს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მინისტრის თქმით, 8 აგვისტოს შემდეგ სხვა რეგულაციები ამოქმედდება.

“მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი, როგორც საქართველოს პარლამენტის ისე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ. აქტიური ფაზა დაიწყება 8 აგვისტოს, თუმცა მანამდეც გარკვეული ტიპის შეზღუდვები იმოქმედებს”, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიწნორის საავადმყოფოში მშობიარე 28 წლის ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზა განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს