ნოდარ ხადური: წავიდა ის დრო, როცა საქართველოში არჩევნები ყალბდებოდა

ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების შიმშილობის აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, შუალედური არჩევნები არ გაყალბებულა. მისი თქმით, საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და არც გაყალბდება.

„პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს ამაზე განცხადებები, მას შეუძლია, რომ გამოთქვას გარკვეული მოსაზრებები, თუმცა არსებობს კანონიერი გზები იმისათის, რომ მან დაამტკიცოს ეს ან პირიქით. მე რამდენადაც ვიცი არაფერი მსგავსი არ მომხდარა და არც მოხდება. წავიდა ის დრო, როცა საქართველოში არჩევნები ყალბდებოდა“, – განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ, რადგან მათი განმარტებით, სწორედ ეს მინისტრები მონაწილეობდნენ შუალედური არჩევნების გაყალბებაში.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭო „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება